წლის სპორტსმენი

ხვიჩა კვარაცხელია

ქართული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი, რომელმაც გასულ სეზონში ნაპოლისთან ერთად სკუდეტო მოიგო. ის გახდა იტალიის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე. კვარაცხელიას გოლი ატალანტასთან მატჩში სერია ა-ს საუკეთესო გოლად დასახელდა.

4098
ხმა

შენი არჩევანი დაფიქსირებულია

მერაბ დვალიშვილი

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა 2023 წლის 11 მარტს რუსი პიოტრ იანი დიდი უპირატესობით დაამარცხა. დვალიშვილმა ზედიზედ 9 ბრძოლაში გაიმარჯვა და ქამრის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.  

581
ხმა

შენი არჩევანი დაფიქსირებულია

ტატო გრიგალაშვილი

81კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი და პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალიც მოიპოვა. 

363
ხმა

შენი არჩევანი დაფიქსირებულია

ილია თოფურია

ქართველი მებრძოლი ფლორიდაში გამართულ UFC-ს ღონისძიებაზე ამერიკელ ჯოშ ემეტს დაუპირისპირდა. თოფურიამ მეტოქე მე-5 რაუნდში დაამარცხა და თავისი მოგებების სერია გააგრძელა.

230
ხმა

შენი არჩევანი დაფიქსირებულია

სანდრო ბაზაძე

ქართველი სპორტსმენი ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ წლის საუკეთესო ხმლით მოფარიკავედ დაასახელა, ის პირველი ქართველია, ვინც ამ ტიტულის მფლობელი გახდა. სანდრომ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, მან ასევე ევროპის ჩემპიონატის და ევროპული თამაშების მოგება მოახერხა. სანდრო ბაზაძემ წელი რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულა. 

678
ხმა

შენი არჩევანი დაფიქსირებულია

ლერი აბულაძე

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენი 2023 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. აბულაძე 63კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. 

293
ხმა

შენი არჩევანი დაფიქსირებულია

დავით ნინიაშვილი

21 წლის ქართველი მორაგბე ჟურნალმა Midi Olympique-მა საფრანგეთის ჩემპიონატის სეზონის აღმოჩენად დაასახელა. ნინიაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზეც თამაშობდა. 

356
ხმა

შენი არჩევანი დაფიქსირებულია

ლაშა ტალახაძე

ძალოსნობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი, რომელიც 2023 წელს მეშვიდედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ტალახაძე სპორტის ამ სახეობაში არაერთი რეკორდის მფლობელია. 

435
ხმა

შენი არჩევანი დაფიქსირებულია