წლის მთავარი სპორტული დაჯილდოება

ჩვენი ჩემპიონები მსოფლიო არენაზე

adjarabet Awards არის აჭარაბეთის სპორტული დაჯილდოება, რომელიც ყოველწლიურად საუკეთესო ქართველ სპორტსმენებს გამოავლენს.

აჭარაბეთისთვის პრიორიტეტულია სპორტის განვითარება, ზუსტად ამიტომ ჩვენ მხარში ვუდგავართ დამწყებ და პროფესიონალ სპორტსმენებს, იმისათვის რომ ერთად კიდევ უფრო მეტი გამარჯვება მოვიპოვოთ.

ჩვენი მიზანია, საქართველომ რაც შეიძლება მეტ სპორტულ შეჯიბრზე გაიმარჯვოს.

adjarabet awards კიდევ ერთი ინიციატივაა, ამ მიზნის მისაღწევად.

ყოველწლიურად, adjarabet awards წარმოგიდგენთ სპორტის გამორჩეულ ადამიანებს სხვადასხვა ნომინაციაში; სპორტის გულშემატკივრები, ონლაინ ხმის მიცემით, მათ შორის ორ საუკეთესოს გამოავლენენ, საბოლოო გამარჯვებულს კი კომპეტენტური ჟიური დაასახელებს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო სპორტსმენი, გუნდი, აღმოჩენა, დაპირისპირება, პარასპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი, ავტო/მოტო სპორტსმენი, მომენტი, სპორტული ფოტოგრაფი და სპორტული იუთუბ კრეატორი. გამარჯვებულებს კომპანია აჭარაბეთი დააჯილდოებს.

ერთად გამოვავლინოთ საუკეთესო ქართველი სპორტსმენები